მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია აშშ-ის ყველაზე მდიდარი შტატები?

64c66a730905d
ლიკა მეგუთნიშვილი
30.07.23 23:00
2168
26, 845 ტრილიონი დოლარის ეკონომიკით აშშ-ი დღეს ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთ მოსახლეზე მშპ კი იქ 80 000 დოლარით განისაზღვრება. თუმცა, საინტერესოა, როგორც ნაწილდება ეკონომიკის ეს მოცულობა ქვეყნის 50 შტატზე. ამის დასადგენად ვიზუალ კაპიტალისტმა აშშ-ის ეკონომიკური ბიუროს კვლევა გაანალიზა და რეიტინგში ის შტატები გააერთიანა, რომლებიც მშპ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ლიდერობენ.

როგორც აღმოჩნდა, ამერიკის შტატებს შორის, ყველაზე მდიდარი კალიფორნიაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 3,8 ტრილიონი დოლარით განისაზღვრება. კალიფორნიის ეკონომიკის სიძლიერეს დიდწილად ტექნოლოგიების სფერო განაპირობებს, აღსანიშნავი ფაქტორია ისიც, რომ ამერიკის სხვა შტატებთან შედარებით კალიფორნია ყველაზე დასახლებულია. შედარებისთვის კალიფორნია რომ ქვეყანა იყოს, მთლიანი შიდა პროდუქტის ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რეიტინგში ინდოეთის ნაცვლად მეხუთე პოზიციაზე იქნებოდა.

ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით ამერიკის შტატებს შორის მეორე პოზიციაზე ტეხასი ხვდება, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2,4 ტრილიონი დოლარია. ტეხასის მძლავრ ეკონომიკას ძირითადად ისეთი ინდუსტრიები განაპირობებენ, როგორიცაა: ბიოტექნოლოგია, თავდაცვა, აერონავტიკა და ზოგადად მეცნიერება. გარდა ამისა, შტატის სიმდიდრეს ისიც განაპირობებს, რომ იქ ისეთი მსხვილი კომპანიები არიან დაფუძნებულები, როგორიც მაგალითად ტესლა.

2.1 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტით ამერიკის მესამე უმდიდრესი შტატი ნიუ-იორკია, რომელიც ლიდერის პოზიციას დაზღვევის, აგრობიზნესის, სუფთა ენერგიისა და კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიებში იკავებს. ნიუ-იორკის სტაბილურად მზარდ ეკონომიკას კარგად განვითარებული ტურიზმის, მედიისა და ფინანსური სერვისების სექტორებიც განაპირობებს.

რაც შეეხება რეიტინგის ხუთეულში შემავალ დარჩენილ წევრებს, მეოთხე პოზიციას იკავებს ფლორიდა, რომლის მშპ 1.5 ტრილიონი დოლარით განისაზღვრება. რეიტინგის ხუთეულს კი ილინოისი ხურავს, ამ შემთხვევაში მშპ-ს მოცულობა 1.03 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით შედგენილ რეიტინგში კი, შტატების პოზიციები ასე იცვლება:

1. კოლუმბია - $242,853.
2. ნიუ-იორკი - $104,344
3. მასაჩუსეტსი - $98,609
4. ჩრდ.დაკოტა - $94,021
5.ვაშინგტონი - $93,193

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები