მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა აშშ-ში ინფლაცია?

აშშ ინფლაცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელმა 0.4%-იანი მატება დააფიქსირა. შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ზუსტად ემთხვევა ანალიტიკოსების პროგნოზებს.

რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას (Core CPI), რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს გამორიცხავს, თვიურმა ზრდამ 0.3% შეადგინა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 0.1 პროცენტული პუნქტით მაღალია. ამასთან, საბაზისო ინფლაციის წლიურმა დონემ 2.4% შეადგინა და მოლოდინები სრულად დააკმაყოფილა.

სტატისტიკის სამსახურის შეფასებით, ინფლაციური წნეხის ზრდა ძირითადად ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა. კერძოდ, საწვავის ფასი 3.9%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინდექსის მატების მესამედზე მეტი შეადგინა.

ამას გარდა, ფასების მატება დაფიქსირდა სხვა ძირითად კატეგორიებშიც. საცხოვრებლის ხარჯები, წინა ორი თვის სტაბილიზაციის შემდეგ, 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებამ 0.5%-ით მოიმატა.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის აღნიშნული სტატისტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მომავალ კვირას ფედერალური რეზერვის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შანსს. სავარაუდოდ, FED-ის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები