მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა

აშშ

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა - მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა ამჯერად 4.3% შეადგინა, რაც ეკონომისტების პროგნოზს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რომლებიც 3.4%-იან ზრდას ელოდნენ.

ამასთან, მესამე კვარტლის სტატისტიკა დრამატულად აჭარბებს მეორე კვარტლის ზრდის შედეგს, რომელიც სულ რაღაც 2.2%-ს შეადგენდა.

წინა კვარტალთან შედარებით ზრდის ტემპის დაჩქარება წარმოებისა და მოხმარების ზრდას უკავშირდება. სხვადასხვა სექტორში გაზრდილი მოთხოვნა და პროდუქტიულობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ფინანსურ და მონეტარულ გავლენას, მოულოდნელად მაღალ ზრდას დოლარის გამყარების პოტენციალი და ინვესტორებში ქვეყნის მიმართ ნდობის გაუმჯობესების შანსი აქვს, თუმცა ის ერთ პრობლემასაც ქმნის - ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის უფრო თამამად გამკაცრების თავისუფლებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები