მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერიკელი ბიზნეს ხელმძღვანელების დელეგაციას და ქართული ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ის საელჩო

მიმდინარე კვირას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა უმასპინძლა ამერიკელი ბიზნეს ხელმძღვანელების დელეგაციას და საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს.

დელეგაცია ეწვია საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს, რათა გასცნობოდა შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სფეროებში.

ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის სამსახურის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციას სადილზე შეხვდა და დაესწრო მიღებას.

ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. ასევე, ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები