მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი კორტნი ოსტრიანი

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეთა შორის განხილვის მთავარ საგანს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები იყო, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება.

"შეხვედრა შედგა რათა განეხილათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები,"- წერს აშშ საელჩო.

შეხვედრას ასევე დაესწრო საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები