მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის FED-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ჯერომ პაუელი

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რაც სრულ შესაბამისობაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.

ცვლილების შედეგად, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0-4.25%-ის დიაპაზონში განისაზღვრა.

ამასთან, FED-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი, სავარაუდოდ, დამატებით 50 საბაზისო პუნქტით შემცირდება, რაც ახლა უკვე ახალ მოსალოდნელ სცენარს წარმოადგენს და ინვესტორებში პოზიტიურ განწყობას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები