მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთი შეამცირა

fed

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.5%-მდე შეამცირა, რაც 2024 წლის ბოლო ინტერვენციაა.

უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, უწყება მომდევნო თვეების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირებს.

FED-ის მხრიდან განაკვეთის შემცირება იმას ნიშნავს, რომ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ამერიკულ დოლარში აღებული სესხი კი გაიაფდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები