ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3.75%-მდე შეამცირა, რაც 2025 წლის მესამე ინტერვენციაა.
უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, FED-ი მომავალი 2026 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირებს.
FED-ის მხრიდან განაკვეთის შემცირება იმას ნიშნავს, რომ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ამერიკულ დოლარში აღებული სესხი კი გაიაფდება, რაც საფონდო ბირჟისათვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.




























