გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 4.50-4.75%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა, თუმცა არა 25, არამედ 50-75 საბაზო პუნქტებით.
FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. ცნობისთვის, დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.