მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

FED ჯერომ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.

გამკაცრების პოლიტიკის დროებით შეჩერება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში წლიური ინფლაციის დონის შემცირებასთან.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზეც FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.

გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები