მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

FED ჯერომ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზეც FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.

უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების მიზეზი ინფლაციის არასახარბიელო დინამიკაა, რომელიც იმ ტემპით არ მცირდება, რომლითაც FED-ში მოლოდინი ჰქონდათ. პაუელი აღნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის დაჩქარების შემთხვევაში, FED-ში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ.

გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები