პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად Goldman-ის ანალიტიკოსებმა უახლესი სტატისტიკური მონაცემები დაასახელეს. როგორც ჩანს, ქვეყანაში ინფლაციის ტემპი ეცემა, თუმცა ეკონომიკური აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება. გარდა ამისა, უმუშევრობის სტატისტიკაც მოსალოდნელზე უკეთესია; მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი კი ისევ პოზიტიურია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 2%-ით გაიზარდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ინფლაციის დონეს, სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი ამჟამად 3%-ს შეადგენს, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთეს მაჩვენებელს წარმოადგენს.
Goldman Sachs-ის შეფასებით, წელს რეცესიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუკი გარე ფაქტორები არ შეიცვლება და გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება არ გამწვავდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.