მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ფლოტმა ირანის პორტებისკენ მიმავალი 13 ხომალდი უკან გააბრუნა

ამერიკული საზღვაო ხომალდები

აშშ-ის ომის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებამ ირანის პორტების ბლოკადის დაწყებიდან რამდენიმე დღეში სპარსეთისა და ომანის ყურეებში უკვე 13 ხომალდი შეაჩერა. როგორც ირკვევა, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ყველა მათგანი უკან გააბრუნეს.

გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ დენ ქეინის განცხადებით, შეზღუდვა ყველა ქვეყნის ხომალდზე ვრცელდება. სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკელი სამხედროები ირანული დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტსაც“ აკონტროლებენ. როგორც ირკვევა, კონტროლის პროცესში ჩართული ხომალდები ბლოკადის გარღვევის მსურველ ეკიპაჟებს აფრთხილებენ და ურჩევენ, დაემორჩილონ მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ძალის გამოყენებით ემუქრებიან. დენს ქეინის თქმით, ამ დროისთვის ეს ტაქტიკა ეფექტურად მუშაობს და სამხედროებს სატვირთო გემების შესაჩერებლად ან მათ ბორტებზე შეღწევა არ დასჭირვებიათ.

შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ უქმეებზე სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ირანზე ზეწოლის გაზრდის მიზნით თავადაც დაებლოკა სრუტე და ყველა ირანული პორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები