აშშ-ის ფოსტის ახალმა ხელმძღვანელმა, დევიდ სტაინერმა კონგრესში გამოსვლისას საგანგაშო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყებას შეიძლება ფული უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოელიოს.
მისი განმარტებით, თუ ფოსტა ყველა სავალდებულო საპენსიო და სოციალურ გადასახადს სრულად დაფარვას გააგრძელებს, დეფოლტი და გაკოტრების გამოცხადება გარდაუვალი იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უწყება ზოგიერთი გადახდის გადავადებას შეძლებს, ფინანსური რესურსი მაქსიმუმ 2027 წლის თებერვლამდე იქნება საკმარისი, რის შემდეგაც USPS ვეღარ შეძლებს თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას.
ამ კრიზისული მდგომარეობის მთავარ მიზეზად $15-მილიარდიანი საკრედიტო დასახელდა ლიმიტი, რომელიც 1990 წლის შემდეგ არ შეცვლილა და რომელიც უწყებას უკვე სრულად აქვს ათვისებული. სტაინერი კონგრესისგან სასწრაფო რეფორმებს ითხოვს, მათ შორის სესხის აღების ზედა ზღვარის 30-40 მილიარდ დოლარამდე გაზრდას და მარკების ფასის მატების უფლებას.
მისი თქმით, პირველი კლასის მარკის ღირებულება დღევანდელი 78 ცენტიდან მინიმუმ 95 ცენტამდე უნდა გაიზარდოს, რათა უწყებამ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს.
2007 წლიდან მოყოლებული USPS-ის ჯამურმა ზარალმა 118 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ძირითადად ციფრული კომუნიკაციების ზრდითა და ტრადიციული წერილების მოცულობის შემცირებითაა განპირობებული.




























