მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის იერიშებისა და ირანის საპასუხო დარტყმის ფონზე, ნავთობი 3%-ით გაძვირდა

ნავთობი

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის შეფასება გაიზარდა, რაც ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის შესაძლო შეფერხების თაობაზე გაჩენილმა ახალმა შეშფოთებამ გამოიწვია. Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 3%-ზე მეტით გაიზარდა და $97.3 შეადგინა, ხოლო WTI-ის ფიუჩერსების ღირებულება 3.4%-ით გაიზარდა და ბარელზე $91-ს მიაღწია.

როგორც ირკვევა, ფასების ზრდა რეგიონში სამხედრო ესკალაციას უკავშირდება. ამერიკულმა ძალებმა ირანში იმ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში, რომელიც აშშ-ის ჯარებსა და ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას საფრთხეს უქმნიდა.

პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს. საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:50 საათზე მათ იერიში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიიტანეს, თუმცა ობიექტის ზუსტი მდებარეობა არ დაუკონკრეტებიათ.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება გავლენას გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაზეც ახდენს. ამერიკული საფინანსო გიგანტის, Citi-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ხანგრძლივი ზრდა ინფლაციურ ზეწოლას აძლიერებს, რაც ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები