მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-ისგან Chrome-ის გაყიდვას ითხოვს

chrome
სტატიაში საუბარია:

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ Google-ის ნაწილობრივი დაშლა ოფიციალურად მოითხოვა. იუსტიციის დეპარტამენტი ფედერალური მოსამართლისგან ითხოვს, აიძულოს Google, გაყიდოს თავისი ვებბრაუზერი Chrome - წერს CNN.

აშშ-ის მარეგულირებელმა რამდენიმე თვის წინ დაადასტურა, რომ Google ქვეყნის ანტიმონოპოლიურ კანონს თავისი საძიებო სისტემის ბიზნესით არღვევდა.

იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში შეერთებული შტატები ტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური ფინანსური სასჯელის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც მიზნად არა მხოლოდ Google-ის უკანონო მონოპოლიას, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიმართ კომპანიის მზარდ ამბიციას ამოიღებს.

საქმე, რომელიც ფედერალურ სასამართლოში დაარეგისტრირეს, განიხილავდა, რამდენად მართებულია Chrome-ის ბრაუზერის მთავარ გვერდად Google-ის საძიებო სისტემის გამოტანა და რამდენად უშლის ხელს ეს სხვა საძიებო სისტემებს ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.

კონკურენციის მარეგულირებელი ორგანო ამტკიცებს, რომ Chrome-ის ბრაუზერისა და Google-ის გამიჯვნის შემთხვევაში, ბაზრის არალეგალური მონოპოლია დასრულდება.

Google აპირებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა გაასაჩივროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები