მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის კომუნიკაციების კომისიამ Charter Com.-ისა და Cox.Com-ის $34.5-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

Cox Communications-ი და Charter Communications-ი

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ Charter Communications-ის მიერ Cox Communications-ის $34.5 მილიარდ დოლარად შესყიდვის გარიგება დაამტკიცა.

2025 წლის მარტში დაანონსებული ეს შეთანხმება აშშ-ის ორ უმსხვილეს საკაბელო და ინტერნეტოპერატორს აერთიანებს, რაც მათ სტრიმინგ კომპანიებთან და მობილურ ოპერატორებთან კონკურენციაში პოზიციებს გაუძლიერებს. გარიგების შედეგად შეიქმნება ქვეყნის უმსხვილესი პროვაიდერი 38 მილიონი აბონენტით და გადაუსწრებს ბაზრის ამჟამინდელ ლიდერს, Comcast-ს.

FCC-ის თავმჯდომარის, ბრენდან კარის განცხადებით, კონკურენციის გაზრდით შმომხმარებლებისთვის უფრო იაფიანი სერვისები გახდება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Charter-მა აიღო ვალდებულება, ქსელის მოდერნიზაციის მიზნით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც Cox-ის მომსახურების არეალში ინტერნეტის სიჩქარეს საგრძნობლად გაზრდის. გარდა ამისა, კომპანიამ პირობა დადო, რომ Cox-ის თანამშრომლებისთვის მინიმალურ საწყის ხელფასს საათში $20 დოლარამდე გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ გარიგების დამტკიცების ერთ-ერთი პირობა "მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის, იგივე DEI პროგრამების გამოყენებაზე უარის თქმა გახდა. ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2025 წლის იანვრის აღმასრულებელ ბრძანებასთან, რომელიც ბიზნესსექტორში მსგავსი პროგრამების აკრძალვას ითვალისწინებს. FCC-ის ცნობით, Charter-მა უკვე შეცვალა შიდა პრაქტიკა და აიღო ვალდებულება სამუშაო გარემოზე, რომელიც თავისუფალი იქნება "არაკეთილსინდისიერი დისკრიმინაციისგან".

ფინანსური თვალსაზრისით, Charter-ი საკუთარ თავზე აიღებს Cox-ის $12.6 მილიარდი დოლარის მოცულობის წმინდა ვალსა და სხვა ვალდებულებებს. კომპანიები ვარაუდობენ, რომ გარიგების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში $500 მილიონი დოლარის დაზოგვას შეძლებენ. მოსალოდნელია, რომ შესყიდვის პროცესი საბოლოოდ 2026 წლის შუა რიცხვებში დასრულდება.

არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული კომპანია Cox Communications-ის სახელს შეინარჩუნებს. საინტერესოა, რომ ორივე კომპანია შერწყმის შესაძლებლობას ჯერ კიდევ 2013 წელს განიხილავდა, თუმცა მაშინ გეგმა დროებით შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები