მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად ისტორიაში $40 ტრილიონს გადააჭარბა

აშშ სახაზინო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად ისტორიაში 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა. მზარდი ვალი და მისი მომსახურების ხარჯები ქვეყანაში შესაძლო ფისკალური კრიზისის რისკს ქმნის.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო ვალი ბოლო ათწლეულში ორჯერ გაიზარდა. 2017 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დაწყებისას, ქვეყნის ვალი დაახლოებით 19.95 ტრილიონი დოლარი იყო.

ვალის ზრდის დაახლოებით მესამედი დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მთავრობის მასშტაბურ ხარჯებთან. 2020-2021 წლებში ტრამპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებმა პანდემიის ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად და მოსახლეობის მხარდასაჭერად დიდი მოცულობის თანხები ისესხეს.

დანარჩენი ზრდა, მათ შორის, უკავშირდება ორივე ადმინისტრაციის ფისკალურ პოლიტიკას, ასევე აშშ-ის ეკონომიკაში არსებულ ხანგრძლივ პრობლემას - გადასახადებისა და ხარჯების ხანგრძლივ დისბალანსს.

ბიუჯეტის მონიტორინგის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ $40-ტრილიონიანი ზღვრის გადალახვას კვირების განმავლობაში ელოდნენ და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არსებული ტენდენციის გაგრძელებამ, შესაძლოა, სერიოზული სავალო კრიზისი გამოიწვიოს.

მათი შეფასებით, მდგომარეობის გამოსასწორებლად კონგრესმა უნდა განიხილოს როგორც გადასახადების გაზრდა, ისე სახელმწიფო ხარჯების შემცირება ან ორივე ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები