მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრა G20-ის სამიტზე სკოტ ბესენტმა?

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში მიმდინარე G20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბესენტმა განაცხადა, რომ გლობალური დავალიანების ფონზე კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა სწორედ ეკონომიკური ზრდაა. იმის მიუხედავად, რომ ამერიკულ მხარეს $40-ტრილიონიანი სახელმწიფო ვალი აწევს, 2026 ფისკალური წლისთვის კი ბიუჯეტის დეფიციტი სავარაუდოდ $2 ტრილიონს მიაღწევს, ხაზინის ხელმძღვანელმა ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობიდან გამოსულ პაციენტს შეადარა და აღნიშნა, რომ რეალური შემოსავლები უკვე იზრდება და რომ მოცემულობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

ამასთან, ხაზინის მდივანმა ირანის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ახალ სანქციებზეც ისაუბრა. ბესენტის პროგნოზით, თეირანის ეკონომიკა შესაძლოა რამდენიმე კვირაში ან თვეში სრულად ჩამოიშალოს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირს ახალი სანქციების გეგმის, "Operation Economic Outcast-ის" (ოპერაცია "ეკონომიკური გარიყვა") მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეს ინიციატივა მიზნად ირანის ეკონომიკის იზოლაციასა და მეორეული სანქციებით მისი საერთაშორისო პარტნიორების შეზღუდვას ისახავს. ბესენტის შეფასებით, ირანის მხრიდან ბოლოდროინდელი სამხედრო აგრესია სწორედ გარდაუვალი ეკონომიკური მარცხით გამოწვეულ პანიკაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, ეშვილში მიმდინარე G20-ის ფინანსურ შეხვედრას FED-ის თავმჯდომარე კევინ უორში და წამყვანი ამერიკული კორპორაციების ხელმძღვანელებიც ესწრებიან. სამიტი გლობალური ინფლაციური წნეხისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები