მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 17 ტანკერს სანქციები დაუწესა

ირანის სანქციები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ 17 გემს სანქციები დაუწესა.

როგორც ირკვევა, ახალი შეზღუდვები თეირანის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული წნეხის კამპანიის, Operation Economic Outcast-ის ნაწილია და ის მიზნად ირანის ნავთობითა და ნავთობქიმიური პროდუქტებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვას ისახავს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, უწყება თეირანის რეჟიმს რეგიონში ომის საწარმოებლად საჭირო ფინანსურ რესურსებს სულ უფრო აქტიურად ართმევს და ის იქამდე გაგრძელდება, სანამ ამას საჭიროდ მიიჩნევენ. მინისტრის თქმით, სანქციების გვერდის ავლაში ჩართული ვერცერთი მხარე ხაზინის დეპარტამენტის მკაცრ ზომებს ვერ გაექცევა.

რაც შეეხება თავად შეზღუდვების სამიზნეებს, დასანქცირებული გემები ათზე მეტი იურისდიქციის დროშის ქვეშ დაცურავდნენ და მილიონობით ბარელი ირანული ნედლი ნავთობის გადაზიდვას უზრუნველყოფდნენ. ახალი შეზღუდვები შეეხო ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ TINA 5-ს, რომელმაც აგვისტოში 1.5 მილიონზე მეტი ბარელი ირანული ნედლი ნავთობი გადაზიდა.

ვაშინგტონმა სიაში შეიყვანა კამერუნის დროშით მცურავი ნავთობმზიდი SHENZHEN-იც, რომელმაც 2025 წლის ნოემბრის შემდეგ 3.5 მილიონზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა ექსპორტზე. სანქციები შეეხო კომორის კუნძულების დროშით მცურავ გადაზმზიდ SOGL-საც, რომელმაც 2025 წლის სექტემბრიდან 2 მილიონზე მეტი ბარელი პროპანი და ბუტანი გადაზიდა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო დაპირისპირება უკვე შვიდ თვეზე მეტია მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები