აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფლორიდაში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" [G20] სამიტზე მიიწვია. როგორც Reuters წერს, პუტინის მიწვევაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომელიც მანამდე რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა.
"ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე მოვიწვიეთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის მისთვის შესაძლებლობა რომ ჩაერთოს დიალოგში არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ მოწვევას მიიღებს,“ - განაცხადა რუბიომ.
კრემლში ამბობენ, რომ ამერიკის მიწვევას პუტინი განიხილავს. რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის კომენტარი, სადაც ამბობს, რომ რუსული მხარე "მადლიერია და აფასებს ამ მიწვევას".
"დიდი ოცეულის" სამიტი 14-15 დეკემბერს ფლორიდის შტატში, მაიამიში გაიმართება.
























