უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიამიში დაგეგმილი G20-ის სამიტი უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვისთვის იდეალურ ღონისძიებად შეაფასა.
უკრაინის ლიდერმა დონალდ ტრამპის მიერ პუტინის მიწვევის ინიციატივა რეალური შედეგის მომტან ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად გამოაცხადა. ზელენსკის თქმით, შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოფიციალური კიევი ამ ფორმატის ჩატარებას სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს. უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში ევროპის სახელმწიფოების, ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა ჩართვაც განიხილება.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ზელენკის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მაიამის ლიდერთა სამიტზე შესაძლო ვიზიტის შესახებ განაცხადა. თავად მოსკოვს ჯერ არ დაუდასტურებია, დაესწრება თუ არა პუტინი ღონისძიებას, თუმცა ცნობილია, რომ კრემლი შეთავაზებას დადებითად აფასებს.
ცნობისთვის, G20-ის სამიტი მაიამიში 14-15 დეკემბერს გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განმარტებით, ოფიციალური კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მოემზადება.
























