მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოშია - საელჩო

კონგრესი

აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა პოსტი, რომ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.

საელჩოს ცნობით, დელეგაცია ასევე ეწვევა დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნოს საქართველოში არსებული ვითარებას.

"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას", - წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები