როგორც აშშ-ის კონგრესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს WhatsApp-ის გამოყენება აეკრძალათ.
ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება კიბერუსაფრთხოების ოფისის დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმად WhatsApp-ის პირადი მონაცემების დამუშავების პრაქტიკა საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის რისკს შეიცავს. WhatsApp-ის ნაცვლად, კონგრესის თანამშრომლებს Microsoft Teams-ის, Wickr-ის, Signal-ის, iMessage-ის და FaceTime-ის გამოყენებას ურჩევენ.
კონგრესის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას WhatsApp-ის მფლობელი META გამოეხმაურა. ამერიკული კორპორაცია ამ გადაწყვეტილებას ფლობს და აღნიშნავს, რომ WhatsApp-ის უსაფრთხოების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ აპლიკაციების შემთხვევაში, რომლებიც კონგრესში ნებადართულია. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, WhatsApp-ზე კიბერშეტევა ისრაელურმა კომპანია Paragon Solutions-მა მიიტანა და კონგრესის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდებოდეს.




























