მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის კონგრესმა 2027 წლის $1.15-ტრილიონიანი სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა

F35 თავდაცვა შეიარაღება

აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის 2027 წლის სამხედრო საჭიროებებისთვის რეკორდული 1.15 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის პროექტს დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ინიციატივას 216-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 212 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეცემა, ზედა პალატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კი მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს.

არსებული ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატამ დამატებით დაამტკიცა კიდევ ერთი, 95 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტი, საიდანაც 73 მილიარდი დოლარი ირანის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტს სენატი უახლოეს პერიოდში განიხილავს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის ის 150 მილიარდი დოლარის ოდენობის ერთჯერადი დაფინანსებაც, რომელიც კონგრესმა გასულ წელს პრიორიტეტული ამოცანების, მათ შორის შეიარაღების თანამედროვე სისტემების შექმნისა და თავდაცვითი მრეწველობის მხარდაჭერისთვის გამოყო.

რაც შეეხება სამხედრო ხარჯების დინამიკას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა სამხედრო კამპანიამ 37.5 მილიარდი დოლარის დანხარჯი წამოქმნა, რომელიც ასევე მომავალი წლის ბიუჯეტით უნდა იქნეს კომპენსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები