მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

აშშ და ვენესუელა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა კარაკასში ვიზიტისას ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გამოაცხადა.

ჰეგსეთმა დოკუმენტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესთან ერთად წარადგინა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ერთობლივ წვრთნებს, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და სხვა მიმართულებებით სამხედრო პარტნიორობას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება საერთო საფრთხეებთან გამკლავებასა და ვენესუელის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ახალი პარტნიორობა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

აშშ-ის საელჩოში სიტყვით გამოსვლისას პიტ ჰეგსეთმა განაცხადა: "ნარკოტერორისტებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიას უსაფრთხო თავშესაფრად იყენებდნენ, დრო ამოიწურა. ჩვენ თქვენზე ვინადირებთ, გიპოვით და გაგანადგურებთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები