საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიებმა, მათ შორის Chevron-მა, Eni-მ და GE Vernova-მ ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაზრდისა და პროექტების გაფართოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.
კარაკასში გამართულ ცერემონიას ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი ესწრებოდნენ. პროექტი ვენესუელის ნავთობინდუსტრიაში $100 მილიარდის ინვესტირებას და მომდევნო წლებში მოპოვების გაორმაგებას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, Chevron-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში $7 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს, რაც კომპანიას მოპოვების დღეში 600,000 ბარელამდე გაორმაგების საშუალებას მისცემს.
იტალიური Eni, რომელიც $1.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, ორინოკოს სარტყელში მდებარე Junin 5-ის საბადოზე გაფართოვდება. Eni-ს მიზანია, ათწლეულის ბოლოსთვის ვენესუელის პროექტებიდან ნავთობის ჯამურმა მოპოვებამ დღეში 400,000 ბარელს მიაღწიოს.
ამასთან, ენერგეტიკულ სექტორში GE Vernova-მ ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ალიანსი შექმნა, ხოლო კომპანიებმა Primavera-მ და Aspect Holdings-მა ახალი საბადოების ათვისების შეთანხმებები გააფორმეს.
დელსი როდრიგესის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ვენესუელა სანქციების მოხსნის მიმართულებითაც აქტიურად თანამშრომლობენ.




























