მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ახალი კანონპროექტი განიხილება, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომში დახმარებას გაუწევს. ამ ნაბიჯით კონგრესმენები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა კიევის მთავრობას მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს.

კანონპროექტი, სახელწოდებით "უკრაინის მხარდაჭერის აქტი", წარადგინა გრეგ მიქსმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა დემოკრატიული პარტიიდან. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინისთვის იგეგმება როგორც უსაფრთხოების, ისე ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო თანხების გამოყოფა. ამასთან, კანონპროექტი რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესაძლებლობასაც განიხილავს. ჯერჯერობით, ამ კანონპროექტის სრული ტექსტი ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

წარმოდგენილი კანონპროექტი სამ ძირითად ნაწილად იყოფა და სენატის მსგავს ინიციატივაზე უფრო მეტ დახმარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს უკრაინის მიმართ და ნატოს მხარდაჭერის განმტკიცებას, უკრაინის აღდგენის ხელშეწყობას, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას და რუსეთისთვის სხვადასხვა სახის სანქციების დაწესებას, მათ შორის ფინანსურ სექტორზე, ნავთობისა და სამთო მრეწველობაზე, ასევე რუსეთის მაღალჩინოსნებზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა სენატშიც დაახლოებით ორი კვირის წინ დარეგისტრირდა. სენატორების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი რუსეთისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეზღუდვებს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის უკრაინასთან კეთილსინდისიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე.

კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრთა განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიზანია, გავლენა მოახდინოს იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც უკრაინის საკითხზე მომავალში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები