მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

ბირჟების ვარდნა

ხუთშაბათის სავაჭრო სესიაზე Nasdaq Composite-ის ინდექსი 4.9%-ით შემცირდა და გასულ თვეში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ზე მეტით დაეცა.

პარალელურად, S&P 500-ის მაჩვენებელი 3.2%-ით შემცირდა, Dow Jones-ის ინდექსმა კი 1,136 პუნქტი დაკარგა და 2.1%-ით დაეცა.

როგორც ირკვევა, ბაზარზე განწყობის მკვეთრი გაუარესება აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებმა განაპირობა. კონგრესის ორივე პალატასა და საკვანძო საგუბერნატორო არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებამ ინვესტორებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის რეგულირების გამკაცრების შიში გააჩინა.

ანალიტიკური კომპანია MRB Partners-ის შეფასებით, არჩევნების შედეგები მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისა და მონაცემთა ცენტრების გაფართოებას მნიშვნელოვან ბარიერებს შეუქმნის.

ჩიპების მწარმოებლები Broadcom-ი და Nvidia 9-9%-ით გაუფასურდნენ, ანალოგიური კლება განიცადა პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა Oracle-მაც.

აღსანიშნავია, რომ ნახევარგამტარების სექტორის საერთო ფონდი iShares Semiconductor ETF-ი 11%-ით შემცირდა.

საყურადღებოა, რომ გაყიდვების ტალღა ილონ მასკის კომპანიებსაც შეეხო, რის შედეგადაც Tesla და SpaceX 10-10%-ით გაუფასურდნენ. მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ღრუბლოვან სექტორშიც, სადაც Iren-ის აქციების ფასი 19%-ით, Nebius-ის - 17%-ით, CoreWeave-ის მაჩვენებელი კი 14%-ით დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები