მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი შვიდეულის“ კომპანიებმა ერთ დღეში $1 ტრილიონი დაკარგეს

დიდი შვიდეული

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების განვითარების შესაძლო შენელებამ უოლ-სტრიტზე აქციების მასშტაბური გაყიდვა გამოიწვია.

გაყიდვების შედეგად, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების გაერთიანებამ, ე.წ. „დიდი შვიდეულის“ ჯგუფმა, ერთ სესიაში $1 ტრილიონზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ამ პროცესით ყველაზე მეტად Nvidia დაზარალდა.

ჩიპების მწარმოებლის აქციების 9%-ზე მეტით გაუფასურებამ კომპანიის საბაზრო ღირებულება $440 მილიარდით შეამცირა. ამ ვარდნის შედეგად Nvidia-ს წლიური მაჩვენებელი უარყოფით ზონაში გადავიდა და წლის დასაწყისიდან ჯამურმა კლებამ 2.6% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Nasdaq Composite-მა, S&P 500-მა და Dow Jones Industrial Average-მა 2025 წლის 4 აპრილის სატარიფო შოკის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნა დააფიქსირეს.

კერძოდ, ტექნოლოგიური Nasdaq Composite-ის ინდექსი 5.5%-ით შემცირდა და მცირეკაპიტალიზაციიან Russell 2000-თან ერთად კორექციის ზონაში გადავიდა.

ფართო ბაზრის S&P 500-მა 4.4% დაკარგა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 1,833 პუნქტით, ანუ 3.4%-ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბურმა რყევებმა საფონდო ბაზრის წინა დღის პოსტსაარჩევნო ზრდა სრულად გააბათილა.

საყურადღებოა, რომ უოლ-სტრიტის არასტაბილურობის საზომი CBOE Volatility Index-ი (VIX) 11.57 პუნქტით გაიზარდა და მარტის ბოლოს შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები