მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა ე.წ. შათდაუნის რეჟიმშია - სენატმა დაფინანსების კანონპროექტი ვერ მიიღო

აშშ

აშშ-ის მთავრობა ე.წ. შათდაუნის რეჟიმში გადავიდა, რაც ფედერალური სააგენტოების მიერ მუშაობის შეჩერებას გულისხმობს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სენატში მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი ჩავარდა.

ამან შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი.

საგულისხმოა, რომ ეს აშშ-ის მთავრობის პირველი შათდაუნია 2018 წლის შემდეგ, როდესაც შათდაუნი 34 დღე გაგრძელდა.

სენატი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ხელახლა უყრის კენჭს იმავე ორ საკითხს, რომლებიც სამშაბათს ჩავარდა.

მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის მთავრობამ ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა, როდესაც მომდევნო 6-თვიან დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები