მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მთავრობა Lukoil-ს აქტივების გასასხვისებლად დამატებით დროს აძლევს

Lukoil

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქცირებულ რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ Lukoil-ს დამატებით დრო მისცა ტრანზაქციების განსახორციელებლად და აქტივების გასასხვისებლად.

OFAC-ის ინფორმაციით, აქტივების გასხვისების ბოლო ვადა 13 დეკემბრამდე გადაიწევს. ხოლო ბულგარეთისთვის საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება, რომლის ბოლო ვადად 2026 წლის 29 აპრილი განისაზღვრა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, თუკი განსაზღვრულ პერიოდამდე Lukoil-ის აქტივების გასხვისება ვერ მოესწრება, მაშინ რუსულ კომპანიას უცხოეთში დარჩენილი აქტივების ოპერირების შეწყვეტა მოუწევს.

თავად გადავადების მიზეზი ისაა, რომ Lukoil-ის აქტივების გამოსყიდვით რამდენიმე მხარეა დაინტერესებული და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ყველა კანდიდატის შეთავაზება დეტალურად უნდა განიხილოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები