მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა TikTok-ის აკრძალვას გეგმავს

TikTok

მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელ TikTok-ს, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირება აეკრძალოს. ცოტა ხნის წინ, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, TikTok-ს ქვეყანაში საქმიანობა აეკრძალება, თუკი მისი მშობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი მას სხვა კომპანიაზე არ გაასხვისებს.

მარტივად რომ ვთქვათ, TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ სოციალური ქსელი უნდა გაყიდოს, რადგან ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ByteDance-ის მართვის პროცესში ჩინეთის მთავრობის ჩარევის შემთხვევები ფიქსირდება.

TikTok-ს ამჟამად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 170 მილიონი ამერიკაშია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. სოციალური ქსელის ასეთი პოპულარობა მას განსაკუთრებით საშიშ პლატფორმად აქცევს, სწორედ ამიტომ აშშ-ის მთავრობა ამ უპრეცედენტო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. მართალია, კანონპროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა სენატის წარმომადგენლების მხრიდან ამის მზაობა ნამდვილად არსებობს.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ის გასხვისების ან აკრძალვის საკითხს აქტიურად უჭერს მხარს როგორც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც პირველმა გააჟღერა ეს იდეა თავისი მმართველობის პერიოდში.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია ByteDance-ს 5 თვე ექნება TikTok-ის გასაყიდად. თუკი ის სოციალურ ქსელს არ გაასხვისებს, მაშინ ამერიკის მოსახლეობას TikTok-ის გამოყენება აეკრძალება, რაც სოციალური ქსელისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.