მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მთავრობამ 11 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა

ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 11 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული კომპანიები მხარს უჭერდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას და დახმარებას უწევდნენ ირანთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს.

სანქცირებულ კომპანიათა შორის მოხვდნენ დრონების და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.

თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი უკან არ დაიხევს და არცერთ კომპანიას არ მისცემს რუსეთის მხარდაჭერის უფლებას.

აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყება, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიების სანქცირება უსამართლოა და ეს პრაქტიკა კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები