მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მთავრობამ მასკის DOGE დახურა

doge

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელიც ილონ მასკმა დააფუძნა, ვადაზე 8 თვით ადრე დაიხურა.

პირველადი გეგმის თანახმად, DOGE-ს 2026 წლის ივლისის ჩათვლით უნდა ემუშავა და ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეემცირებინა, თუმცა პროექტმა ვერ გაამართლა.

ეფექტიანობის დეპარტამენტის დაშლა პირდაპირ კავშირშია მაისში ილონ მასკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჯარო დაპირისპირებასთან, რომლის შემდეგ, მილიარდერმა მეწარმემ DOGE-ის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა ათასობით ფედერალური მუშაკი, რომლის ხარჯზე, DOGE-მა ბიუჯეტს $214 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცა, ნაცვლად დაპირებული ტრილიონისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები