მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობამ რუსული ანტივირუსი Kaspersky აკრძალა

kaspersky

აშშ-ის მთავრობამ რუსული წარმოშობის ანტივირუსული პროგრამების მწარმოებელი კომპანიის, Kaspersky-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და მისი რეალიზაცია-გამოყენება ქვეყნის მასშტაბით აკრძალა.

სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით, კრემლთან არსებული კავშირები და რუსული გავლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს აშშ-ის ინფრასტრუქტურისა და სერვისებისთვის, რის გამოც Kaspersky-ს გამოყენება უნდა შეწყდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპიუტერულმა პროგრამამ, შესაძლოა, უნებართვოდ შეაგროვოს და გამოიყენოს ამერიკელების პირადი ინფორმაცია, რაც ვაშინგტონისთვის რისკს წარმოადგენს.

Kaspersky ვეღარ შეძლებს აშშ-ის მასშტაბით სერვისის გაყიდვას და მომხმარებლებისთვის განახლებების მიწოდებას.

როგორც ცნობილია, კომპანია ბრალდებებს უარყოფს და აპირებს ყველა სამართლებრივი საშუალების გამოყენებას აკრძალვის გასასაჩივრებლად.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2017 წელს აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტმა აკრძალა Kaspersky-ის ანტივირუსის გამოყენება სახელმწიფოს სტრუქტურასა და ფედერალურ ქსელებში, რისი მიზეზიც რუსულ დაზვერვასთან არსებული კავშირები იყო.

Kaspersky-ის ოფისები 31 ქვეყანაში აქვს და ის 400 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, მათ შორის, 270,000-მდე კორპორაციულ კლიენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები