პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კორეულ Samsung Electronics-სა და SK Hynix-ს ჩინეთში წარმოებული პროდუქციის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვა და აშშ-ში შექმნილი პოდუქციისა თუ სერვისების ჩინეთში ექსპორტირება შეუზღუდა.
თეთრი სახლის განცხადებით, კომპანიებს 120-დღიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ, რათა მიწოდების ჯაჭვის გადაწყობა და ახალ სანქციებთან ადაპტირება შეძლონ.
მართალია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა ეს სიახლე ინვესტორებმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს, რადგან Samsung-ის აქციების შეფასება 5%-ით, ხოლო SK Hynix-ის კაპიტალიზაცია 6%-ით დაეცა.




























