უკვე 23-ე დღეა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის "შათდაუნი" ისევ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლები ბიუჯეტის პროექტს ვერ ამტკიცებენ და საჯარო სექტორის ნაწილი დროებით გაჩერებულია.
დაპირისპირების საგანი ჯანდაცვის პროგრამაა, რომლის შეცვლა რესპუბლიკელებს სურთ, თუმცა დემოკრატები ამ ინიციატივას არ თანხმდებიან, ამიტომ ისინი ბიუჯეტის პროექტს არ ამტკიცებენ და მთავრობის გაჩერების გზით რესპუბლიკურ პარტიას კომპრომისზე წასვლას აიძულებენ.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე "შათდაუნი" 100%-ით დემოკრატიული პარტიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის ფედერალური მუშაკები, რომლებიც დღეს ანაზღაურებას ვერ იღებენ ან სამუშაო ადგილებს კარგავენ, პრეტენზიით სწორედ დემოკრატებს უნდა მიმართავდნენ.
ცხადია, იძულების მიზნით, საპასუხო ზომებს იღებს რესპუბლიკური პარტიაც, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით იმ ფედერალურ მუშაკებს ათავისუფლებს, რომლებიც დემოკრატიულ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი.
საერთო ჯამში, მთავრობის "შათდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი უჯდება და ის აშშ-ის საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურად აისახება, თუმცა, როგორც ჩანს, კანონმდებლებს დასახული მიზნის მიღწევა ამ ფასად უღირთ.




























