"აშშ-ის მუდმივი რეზიდენტობა უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ამასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად იცავს კანონმდებლობას ქვეყნის თითოეული მაცხოვრებელი. აშშ-ის მუდმივი რეზიდენტი სარგებლობს მრავალი პრივილეგიით - მუშაობის, ცხოვრების, სწავლის და სხვა მრავალი უფლებით. თუმცა, ამ პრივილეგიების შენარჩუნება პირდაპირ კავშირშია რეზიდენტის მიერ ნაკისრი მოვალეობების სრულყოფილად შესრულებასთან", - ამის შესახებ სავიზო მომსახურების კომპანია eConsul-ი წერს და აქვეყნებს აშშ-ის მუდმივი რეზიდენტობის მქონე პირის მოვალეობებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას.
აშშ-ში მუდმივ რეზიდენტს უფლება აქვს:
- მუდმივად იცხოვროს ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილში
- იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ჰქონდეს საკუთრება ამერიკის შეერთებულ შტატებში
- მიიღოს განათლება
- აიღოს მართვის მოწმობა
- შეუერთდეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გარკვეულ დანაყოფს
- ისარგებლოს სოციალური სერვისებით
- განაცხადი შეიტანოს აშშ-ის მოქალაქეობაზე
- მოითხოვოს ვიზები მეუღლისა და დაუქორწინებელი შვილებისთვის, რათა მათ იცხოვრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში
- დატოვოს და დაბრუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული პირობებით
მუდმივი რეზიდენტი ვალდებულია:
- დაიცვას ყველა ფედერალური, შტატის და ადგილობრივი კანონი.
- გადაიხადოს ფედერალური, შტატის და ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადები.
- დარეგისტრირდეს Selective Service - აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, თუ არის 18-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცი.
- შეინარჩუნოს საემიგრაციო სტატუსი.
- მუდმივად ატაროს მისი მუდმივი რეზიდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საცხოვრებელი მისამართის შეცვლის შემდეგ 10 დღის განმავლობაში შეცვალოს მისამართი ონლაინ ან წერილობით მიაწოდოთ ინფორმაცია USCIS-ს.




























