მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ნავთობის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

635a630a7de4b
მარიამ ვარადაშვილი
27.10.22 18:27
663
საწვავის ღირებულების ზრდის ფონზე აშშ-ს რეკორდული ოდენობის ნავთობი გააქვს ექსპორტზე.

როგორც FT წერს, გასულ კვირაში ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული ნაბთობპროდუქტების ექსპორტის საერთო მოცულობამ დღიურად 11.4 მლნ ბარელს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში თითქმის 2 მლნ ბარელით არის ნავთობის ექსპორტი გაზრდილი იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი ნავთობკომპანიებს სთხოვს ნაკლები, საწვავი გაუშვან ექსპორტზე, რათა ქვეყნის შიგნით მარაგები იყოს. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია შუალედურ არჩევნებამდე ფასების ზრდის მოთოკვას ცდილობს. ამის მიუხედავად, თეთრმა სახლმა საწვავის ექსპორტის კონტროლზე უარი განაცხადა.

აგვისტოში აშშ-ს ენერგეტიკის მდივანმა კომპანიებს მარაგების შევსებისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იქნება დამატებითი მოთხოვნა ან გადაუდებელი ზომების მიღება გახდებოდა საჭირო.

აშშ-ში ექსპორტის შესაძლო შეზღუდვის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც Opec-მა ნავთობის 2 მლნ ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საკითხი “მაგიდაზე რჩება” იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.

FT წერს, რომ ექსპორტის შეზღუდვა აშშ-ს მიწოდებაზე დამოკიდებული ქვეყნების გულისწყრომას გამოიწვევს. თავის მხრივ ნავთობკომპანიები ადმინისტრაციას აფრთხილებენ რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალვამ გადამუშავებული ნაბთობპროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით, შესაძლოა ქვეყნის შიგნით საწვავის ღირებულებას გაზარდოს. ამას გარდა, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს აშშ-ს ურთიერთობაზე მოკავშირეებთან, რომელებიც ომის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

გასული კვირას აშშ-ს ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა დღიურად 5.1 ბარელი იყო. რაც შეეხება გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს, აქ ექსპორტის მაჩვენებელი დღიურად 6.3 მლნ ბარელს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები