მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბაიდენის თქმით, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მისი მოწოდებაა, გამოძიებული იყოს არჩევნებზე მომხდარი დარღვევები.

„აშშ საკმაო ხანია გვერდით უდგას ქართველ ხალხს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომაა, რომ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის იმ კანონის მიღებით, რომელიც ანარეკლია რუსული კანონმდებლობისა, რომლითაც იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებაზე, რომლებიც, დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობით, არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა დარღვევა, გააუქმოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სანდოობის აღდგენისათვის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ფუძეა“, – წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები