აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ სანქციების დარღვევისთვის დაკავებული ტანკერის, Marinera-ს, იგივე Bella-1-ის ქართველ კაპიტანს, ოფიციალური ბრალი წაუყენა. The New York Times-ის ინფორმაციით, ავთანდილ კალანდაძეს გემზე გაიანას დროშის უკანონოდ აღმართვასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. გამოძიების მასალების მიხედვით, კალანდაძემ არ შეასრულა აშშ-ის სანაპირო დაცვის ინსპექტორთა მოთხოვნა გემის გაჩერების შესახებ და სცადა თავი აერიდებინა ტანკერის დაკავებისთვის, რომელიც იანვარში ატლანტის ოკეანეში, სავარაუდოდ, არალეგალური ნავთობის ტრანსპორტირების გამო შეაჩერეს.
დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში, კაპიტნის გარდა იყო საქართველოს 5 მოქალაქე, ასევე უკრაინელი, ინდოელი და რუსი მეზღვაურები. თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობაში მხოლოდ კაპიტანი და მისი თანაშემწე იმყოფებიან. კაპიტნისა და მისი. აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის განცხადებით, ტანკერი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და მას ირანული და ვენესუელური წიაღისეული საწვავი გადაჰქონდა. კრემლში კი ამტკიცებენ, რომ გემს რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა ჰქონდა და დაკავება საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოხდა.
შეხსენებისთვის, ნავთობტანკერი Marinera 2025 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში აიყვანა. მისი შეჩერების პროცესი მოსალოდნელზე მეტად გაიწელა, რადგან კაპიტანმა გემი გაჩერების მაგივრად მას კურსი შეუცვალა და არ დაემორჩილა მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კაპიტანი ამერიკულმა მხარემ დიდი ბრიტანეთის აკვატორიაში, შოტლანდიის პორტში გადაიყვანა, რაც შეეხება თავად ავთანდილ კალანდაძეს, ის პამ ბონდის უწყებნის მოთხოვნით შტატებში წაიყვანეს.



























