სხვისთვის კანონის დარღვევაში დახმარებას შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
როგორც Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს, შესაძლოა, დაუწესდეთ მუდმივი სავიზო აკრძალვები.
"არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს — მათ შორის ადამიანების უკანონოდ გადამყვანებს, ტრანსპორტის მომსახურე პერსონალსა და ოფიციალურ პირებს — შესაძლოა, დაუწესდეთ მუდმივი სავიზო აკრძალვები და სხვა სახის შეზღუდვები. აშშ-ის კანონმდებლობით, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება", - წერია განცხადებაში.




























