მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[აშშ-ის საელჩოს სურს], პოლიტიკური დაძაბულობა ბიზნესკავშირებზე არ აისახოს - ირმა დაუშვილი

ირმა დაუშვილი

ვფიქრობ, აშშ-ის საელჩოს მხრიდან იმიტომ წამოვიდა მეტი ინტერესი ბიზნესკავშირების გაღრმავებაზე, რომ ბოლომდე არ გაწყდეს ძაფი და პოლიტიკური დაძაბულობა ბიზნესზე არ აისახოს“, - ასე შეაფასა ბიზნესასოციაციის - ქალები მომავლისთვის“ - სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ბიზნესმენმა ირმა დაუშვილმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელ დიანა კოსტასთან შეხვედრა.

ბიზნესასოციაციის ქალები მომავლისთვის“ წევრების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საელჩოს წარმომადგენელთან წინა კვირას შედგა და როგორც გავრცელებულ პრესრელიზში ეწერა, „შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის გზები განიხილეს“.

BMGTV-ის გადაცემა წერტილის“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად ირმა დაუშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე საუბრის თემა არც შიდა პოლიტიკური კრიზისის და არც აშშ-საქართველოს შორის გაუარესებული ურთიერთობები არ ყოფილა.

მთავრობის ქმედებებზე საუბარი არ ყოფილა... ეს იყო სუფთა ბიზნესშეხვედრა“, - დასძინა ირმა დაუშვილმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ქალბატონ დიანა კოსტასთან. დღეს უფრო მეტი აქცენტი ჩანს იმაზე, რომ საქართველოში ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს. მას აინტერესებდა, რა მიმართულებებს ვხელმძღვანელობთ ჩვენ, ბიზნესასოციაციის ბორდის წევრები, რა ინტერესები გვაქვს და ასევე, გაგვაცნო, თავად რა ინტერესები არსებობდა ამერიკის მხრიდან და სად შეიძლებოდა ყოფილიყო გადაკვეთის წერტილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ძალიან კარგი ინფორმაციები მივიღეთ. რა თქმა უნდა, როდესაც საელჩო აკეთებს კვლევა-ძიებას და უწევს რეკომენდაციას ბიზნესს, სანდოობა უფრო მეტია და პარტნიორების მოძიებაც უფრო შედარებით მარტივია“, - განაცხადა ირმა დაუშვილმა.

მისივე თქმით, საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტურიზმის, სარესტორნო სფეროსა და სამშენებლო სექტორის პერსპექტივები.

საუბარი იყო ტურიზმზე, სარესტორნო ბიზნესზე, სამშენებლო მიმართულებაზე, რაც ჩვენთვის დიოსთვის“ საინტერესო იყო. არის შესაძლებლობა, კერძო შეხვედრებშიც გაგრძელდეს ურთიერთობები. შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ასეთი დიდი ქვეყნის წარმომადგენლის შეფასება და ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - ირმა თქვა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები