მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საელჩო: გამოცხადდა გაცვლითი პროგრამა - ლიდერობა სოციალური მეწარმეობის სფეროში

აშშ

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, გამოცხადდა საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში - ლიდერობა სოციალური მეწარმეობის სფეროში - LSE.

განაცხადის მიხედვით, მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის მცოდნე 20-28 წლის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გამოკვეთილი ინტერესი ან გამოცდილება აქვთ სოციალური მეწარმეობის სფეროში. პროგრამას ახორციელებს ამერიკული არაკომერციული კომპანია Company E.

აპლიკაციები მიიღება 15 იანვრამდე.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ინტენსიური ტრეინინგები სოციალურ მეწარმოებასთან დაკავშირებით, ასევე ვორქშოფები და ვიზიტები ამერიკულ სოციალურ საწარმოებში.

მონაწილეობის მსურველები მეტ ინფორმაციას გაიგებენ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები