მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

მსოფლიო

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეატყობინეს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ.

საელჩომ ინფორმაცია მიიღო შემდეგი სავაჭრო ცენტრების შესახებ:

  • „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
  • „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
  • „თბილისი მოლი“ – დავით აღმაშენებლის 16.

აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს, ამ ტერიტორიებზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

BMG ცდილობს, სუს-სს დაუკავშირდეს და პასუხის მიღებისთანავე, ნიუსს განვახლებთ. შსს-მაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაგვამისამართა.

"ვმუშაობთ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე" - სუს-ი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები