მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

61576c9d5f1ed
თამთა ჯიჯავაძე
02.10.21 00:12
3626
აშშ-ის საელჩო საქართველოში არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და შესაბამის განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს აქვს სპონტანური საპროტესტო გამოსვლების გამოცდილება, რომელიც შეიძლება, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას მოიცავდეს.

„საქართველოში არჩევნების შაბათ-კვირაა. აშშ-ის საელჩო ახსენებს საკუთრ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება გაამახვილონ ხალხის დიდ მასებზე, რომელიც შესაძლოა, შეიკრიბონ და საპროტესტო აქცია გამართონ. საქართველოს აქვს დაუგეგმავი სპონტანური პროტესტის გამოცდილება, რომელიც შეიძლება, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას მოიცავდეს. თბილისში კონკრეტული ადგილები, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, პარლამენტი და სხვა სამთავრობო შენობები, ისტორიულად მსგავსი პროტესტების ადგილებია“, - აღნიშნულია გაფრთხილებაში.

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო წერს, რომ გასათვალისწინებელი ქმედებებია: ადგილობრივ მედიაში გავრცელებული სიახლეებისადმი თვალყურის დევნება, გარშემომყოფების შესახებ ინფორმაციის ფლობა, პირადი უსაფრთხოების გეგმების გადახედვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები