გასული კვირის ბოლოს აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების ფასები გაიზარდა, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი შემცირდა.
როგორც WSJ წერს, ეს ცვლილება ივლისის დასაქმების მოსალოდნელზე გაცილებით სუსტ მონაცემებს მოჰყვა, რამაც ფედერალურ რეზერვს სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის ზრდისგან თავშეკავების საფუძველი მისცა.
კერძოდ, პარასკევს Dow Jones Industrial Average-ის ინდექსი 151.83 პუნქტით (0.28%-ით) გაიზარდა და 54,036.93 შეადგინა. S&P 500-მა 47.68 პუნქტით (0.62%-ით) მოიმატა და 7,757.64-ს მიაღწია, ხოლო Nasdaq Composite-ი 342.26 პუნქტით (1.30%-ით) დაწინაურდა და 26,690.62-მდე გაიზარდა.




























