მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები გაიზარდა, აზიური ბაზრები კი დაეცა

საფონდო ბირჟა

ხელოვნური ინტელექტის ბუმის მდგრადობის მიმართ გაღრმავებული შეშფოთების მიუხედავად, ორშაბათს აშშ-ის საფონდო ფიუჩერსების მაჩვენებლები გაიზარდა, აზიურ საფონდო ბირჟებზე კი ვარდნა დაფიქსირდა. კერძოდ, Nasdaq-ის ფიუჩერსები 3%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500-ის ფიუჩერსებმა 2%-ით მოიმატა. პარალელურად, Dow-ის ფიუჩერსების მაჩვენებელმა 1%-ით იმატა.

რაც შეეხება აზიას, სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსი სავაჭრო სესიის განმავლობაში 6%-ით შემცირდა, თუმცა საბოლოოდ 3%-იანი ვარდნით დაიხურა. ამასთან, ინდექსის წამყვანმა კომპანიებმა, Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა სავაჭრო დღე 3%-იანი კლებით დაასრულეს.

ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 2%-ით დაეცა, სანამ დანაკარგების ნაწილს აინაზღაურებდა. ტაივანის Taiex-ის ინდექსი კი მერყევობით გამოირჩეოდა და 2%-იანი კლების შემდეგ სესია 2%-იანი ზრდით დაასრულა, რა დროსაც TSMC-ს აქციების ფასიც 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იაპონიის საფონდო ბირჟას, ის უქმე დღის გამო დაკეტილი იყო.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის ტექნოლოგიურმა სექტორმა მკვეთრი ვარდნა განიცადა და Nasdaq-ის ინდექსმა, დაახლოებით, 10% დაკარგა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ კვირის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღოჩნდა. ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს საკითხი, მოიტანს თუ არა ხელოვნურ ინტელექტში დაბანდებული მასშტაბური კაპიტალი საჭირო მოგებას.

აღსანიშნავია, რომ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან ჯენსენ ჰუანგის წასვლამ და მის გარშემო კითხვის ნიშნების გაჩენამ. როგორც ცნობილია, ჰუანგის რომანტიკულმა ურთიერთობამ ჩინეთის დაზვერვის აგენტ ალის ჰაუნგთან აშშ-ის დაზვერვას სერიოზული კითხვები გაუჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები