7 აგვისტოს ვაჭრობა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ზრდით დაიწყო. აშშ-ის წამყვანი ინდექსები იზრდება, მათ შორის S&P 500, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს დღეს 1.2%-ით გაიზარდა, დოუ ჯონსის ინდექსი კი ვაჭრობის გახსნის შემდეგ 1%-ით გაიზარდა.
ასევე 1.46%-ით გაიზარდა NASDAQ-ის ინდექსი.
შეახსენებთ, რომ 2 აგვისტოს გლობალურ საფონდო ბაზრებზე მკვეთრი ვარდნა დაიწყო, რომლის შედეგადაც მიღებული დანაკარგები 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა, ვარდნა გაგრძელდა ორშაბათსაც როდესაც აზიურმა, ევროპულმა და ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა შემცირება განაგრძეს, რომლის მოცულობაც ასევე 2 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა 6 აგვისტოდან ვარდნა შეჩერდა და მცირედი ზრდა აჩვენა, ხოლო 7 აგვისტოდან ინდექსებმა საგრძნობი ზრდა დაიწყეს.




























